Wednesday, May 3, 2023

 


 ქართული ენისა და ლიტერატურის  სასკოლო კლუბი: დებატების კლუბი ,,სხალთა-2023“.

სსიპ აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის აბესალომ აბაშიძის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა დებატების კლუბი, რომლის მიზანია შემოქმედებითი, ინდივიდუალური, მოტივაციური, კოგნიტიური, ემოციური, ენობრივი, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში. კლუბური მუშაობა მოსწავლეთათვის იქნება ინტერაქტიული გარემო, სადაც მა საშუალება მიეცემათ, სხვადასხვა დავალებისა და აქტივობის შესრულების დროს, ეფექტურად გადალახო არსებული ბარიერები.

კლუბმა განსაზღვრა მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები.

1.      კლუბის ზოგადი დებულება

·       კლუბი დაარსდა სკოლის ბაზაზე. კლუბში თავმოყრილნი არიან  საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები. კლუბში მუშაობა დაიწყება- 12,04,2023წ

·       ლუბში მუშაობა წარიმართება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით;

·       კლუბს ექნება წესდება, სკოლის გვერდი სოციალურ ქსელში და ბლოგი;

·       კლუბის მისამართი: ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი სხალთა


კლუბის წესდება:

1.     კლუბს აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება;

2.     კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, აგრეთვე მასწავლებლებსა და მშობლებს (სასკოლო საზოგადოებას).

3.     ქართული ენის კლუბის ყოველი წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს;

4.     კლუბის ყველა წევრს აქვს უფლება, საპატიო მიზეზების გამო, არ დაესწროს კლუბის ზოგიერთ შეკრებას;

5.     კლუბის თითოეულ წევრს აქვს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის უფლება;

6.     კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია, დაიცვას კლუბის წესდება;

7.     კლუბის წევრს წევრობის უფლება ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ ის:

7.1. არ დაიცავს კლუბის წესდებას;

7.2. არ შეასრულებს, ან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებას;

7.3. არ მიიღებს მონაწილეობას კლუბში განხორციელებულ აქტივობებში.

2.      კლუბის მიზნები და ამოცანები

·       დებატების პოპულარიზაცია;

·       შემოქმედებითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა და მათი განვითარება;

·       სააზროვნო უნარების განვითარება;

·       მოსწავლეებში თანამშრომლობის, გუნდურობის განვითარება;

·       მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და შემდეგ მათი განვითარება.

3.      კლუბში გაწევრიანება

·       კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;

·       სამიზნე ჯგუფი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები;

·       მოსწავლეთა რაოდენობა: 18 მოსწავლე;

·       კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა;

·       კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგის მიერ;

·       კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება, ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით;

·       კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია, აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა საქმიანობაში;

კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე ან როდესაც ის კლუბის წესდებით გათვალისწინებულ რომელიმე პუნქტს დაარღვევს.

4.      კლუბის მუშაობის სტრუქტურა

·       კლუბი შედგება 19 მოსწავლისაგან;

·       საკლუბო მუშაობას უძღვებიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები:  მაია კონიაშვილი და მარინა ხოზრევანიძე;

·       კლუბის წევრი მოსწავლეებისგან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე (ფარული ან პირდაპირი შერჩევის გზით);

·       ლიდერი მოსწავლე აქტიურად თანამშრომლბს ხელმძღვანელ მასწავლებელთან და სიახლეებს გააცნობს კლუბის წევრებს;

·       კლუბის ლიდერი აირჩევა ერთი წლის ვადით;

·       ხელმძღვანელი მასწავლებელი კლუბს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ხელმძღვანელბს;

·       კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია ორ კვირაში ერთხელ, გაკვეთილების შემდეგ, ერთი ან მეტი საათით.

5.      კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა

·       ინდივიდუალური;

·       ჯგუფური;

·       დისკუსია|დებატი;

·       პრეზენტაცია;

 

6.      ხელმძღვანელი მასწავლებლის ფუნქცია/მოვალეობა

საკლუბო მუშაობის დაწყებამდე, სკოლის ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:

·       კლუბის სახელწოდება;

·       კლუბის ლოგო;

·       კლუბის წესდება;

·       განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.

7.      საკლუბო მუშაობის პერიოდი

·       კლუბის მუშაობა განხორციელდება II სემესტრში 2023 და 2024  სასწავლო ელს;

·       მასწავლებლისა და მონაწილე კლუბის წევრები თანხმდებიან საკლუბო შეხვედრის თარიღზე;

·       საკლუბო მუშაობის პერიოდში, ეტაპობრივად, აიტვირთოს შეხვედრისა და აქტივობის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის პირად ბლოგზე.

    ქართული ენისა და ლიტერატურის   სასკოლო კლუბი :   დებატების კლუბი ,,სხალთა-2023“. სსიპ აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტ...